გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა

11-06-2019

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა გახსნა.

სხდომას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მოწვევით - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორი ლევან ოყრეშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ნატალია ხუბუას ანგარიში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღინისძიებების, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მნიშვნელობისა და მერიის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამების შესახებ.
განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსმა გივი მისაბიშვილმა სათათბიროს წევრებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის მაკეტი წარუდგინა. სხდომაზე განხილულ იქნა მემორიალის ადგილმდებარეობის საკითხი.

საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორმა ბადრი მამულიამ ცენტრის მიერ მუნიციპალიტეტში დასუფთავებისა და გამწვანების კუთხით ჩატარებული, მერიის მიერ შეძენილი სპეც.ტექნიკის (გრეიდერის) მეშვეობით განხორციელებელი, გარე განათების ახალი ქსელების მოწყობის სამუშაოების, ასევე, დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.

მერმა დამსწრეთ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები.

შეხვედრის დასასრულს, ლევან კუპრეიშვილმა სათათბირო ორგანოს წევრებს, რომელთა საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, სამოქალაქო აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930