გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: მაგთიფიქსის სერვისის შესაძლო გაუქმება ყოვლად დაუშვებელია

11-06-2019

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი მაგთიფიქსის სერვისის შესაძლო გაუქმების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ სერვისის გაუქმება ყოვლად დაუშვებელია.

„როგორც ჩემთვის ცნობილია მაგთიფიქსის სერვისით ძირითადად მაღალმთიან სოფლებში და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. შესაბამისად სერვისის შესაძლო გაუქმება ყოვლად დაუშვებელია. კომპანია, მითუმეტეს ისეთი დიდი ოპერატორი, როგორიც „მაგთიკომია“, ვალდებულია გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც პირდაპირ აზარალებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების ინტერესებს. სწორედ კომპანია უნდა იყოს მოწადინებული, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არცერთი მომხმარებელი არ დაზარალდეს და არ შეეზღუდება წვდომა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზ. .ამიტომ მსგავსი მასშტაბის ნაბიჯები კარგად უნდა იყოს შესაბამის უწყებეთან ერთად გაანალიზებული და უნდა გამოინახოს გამოსავალი, ან შეიქმნას ალტერნატივა, რომელიც თავიდან ააცილებს მოსახლეობას შესაძლო პრობლემებს“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930