გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობახიძე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს "ქართული ოცნება" მოიგებს

11-06-2019

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს "ქართული ოცნება" მოიგებს.

ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

„ვინ მოიგებს მომავალ წელს არჩევნებს, ამას გადაწყვეტს ხალხი, თუმცა, ჩვენ ვაკეთებთ ვითარების ანალიზს და ვითარების ანალიზი გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ ჩვენ არ უნდა გაგვიჭირდეს წესით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამას აქვს თავის ბევრი მიზეზი, მათ შორის, ერთერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მთავარი ოპონენტი, პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით არის დისკრედიტირებული და ამ ვითარებაში, ბუნებრივია, შედეგად ვიღებთ იმ სურათს, რაც მივიღეთ, მაგალითად, 2016 წელს და მოგვიანებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930