გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: გვინდა უფრო მეტი აშშ საქართველოში

11-06-2019

ჩემი გზავნილი მკაფიოა, საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და ჩვენ მივესალმებით ამერიკელ მეგობრებს, რათა მათ გამოიყენონ საქართველოში არსებული შესაძლებლობები, გვინდა უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო მეტი ვაჭრობა და უფრო მეტი აშშ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აშშ-ში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დღეს საქართველო არის სტაბილური დემოკრატია ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, მზარდი და მიმზიდველი ეკონომიკით და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით.

მისივე თქმით, საქართველო ფართოდ არის მიჩნეული, როგორც მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

„ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ ოქროს სტანდარტი ბიზნესის კეთების სიმარტივით და საკანონმდებლო გამჭვირვალობით. ინვესტიციები მიედინება იქით, სადაც ბარიერები ყველაზე დაბალია. საქართველოს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც გადასახადები ყველაზე დაბალია. საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით მე-7 ადგილს იკავებს და კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, ჩვენ წამყვანი ევროპული ქვეყნების ოცეულში ვართ. ჩვენ მადლობლები ვართ რეფორმების პროცესში თქვენი ჩართულობით და ამაყად ვუზიარებთ აშშ-ს ჩვენი წარმატებისთვის მადლიერებას. ეკონომიკური თანამშრომლობა გაფართოებას განაგრძობს, ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა კი იზრდება. ჩვენ ამაყები ვართ, რომ 200-ზე მეტი ამერიკული კომპანია ამჟამად მოქმედებს საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველო წარმოადგენს უნიკალურ კარიბჭეს, რომლითაც ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ თავდაჯერებულად, სწრაფად გავიდნენ მზარდ ევროპულ და აზიურ ბაზრებზე.

„ვიმედოვნებთ, რომ აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მიგვიყვანს სავაჭრო თანამშრომლობის უნიკალურ მოდელამდე. ეს იქნება მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც გახსნის უზარმაზარ შესაძლებლობებს ამერიკული ბიზნეს-ინტერესებისთვის ჩვენ რეგიონში. აქ ვაშინგტონში ჩვენ მნიშვნელოვან მუშაობასთან ერთად, აშშ-ში ჩემი ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაა. ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ეროვნული ეკონომიკა ძლიერ უსაფრთხოებასთან ერთად. მე შევხვდი პოტენციურ ინვესტორებს და პარტნიორებს სან-ფრაცისკოში, სილიკონ ველიში, სიეტლში და მოგვიანებით, მიმდინარე კვირას მივემართები დალასში. ჩემი მომდევნო ვიზიტის დროს კი აუცილებლად ვეწვევი თეთრ სახლს. ნაყოფიერი დისკუსიის დროს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია, საქართველში ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერება. ჩემი გზავნილი მკაფიოა, საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და ჩვენ მივესალმებით ამერიკელ მეგობრებს, რათა მათ გამოიყენონ საქართველოში არსებული შესაძლებლობები. გვინდა უფრო მეტი ინვესტიციები, უფრო მეტი ვაჭრობა და უფრო მეტი აშშ საქართველოში. ბატონო მდივანო, ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული ხედვა ამ უნიკალური პარტნიორობის გასაძლიერებლად და მზად ვართ, თავი მივუძღვნათ სრულფასოვან ალიანსს მომავალ ათწლეულებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930