გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა

11-06-2019

ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივა მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც სსერიგებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

“მიმდინარე ოკუპაციის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობის საპასუხოდ, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კონფლიქტის გადაჭრა მშვიდობიანი გზით. ჩვენი ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერით, საქართველო ახორციელებს ისეთ სამვშიდობო ინიციატივებს, როგორიცაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს შერიგებას და ჩართულობას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალქეებთან. საქართველომ ცალმხრივად დაადასტურა თავისი ერთგულება ძალის არგამოყენებისადმი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯი და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930