გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კერამიკულმა პანომ “კოლხეთმა” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო

12-06-2019

ბერნანდ (ფრანც) ნებიერიძის მიერ 1985 წელს შექმნილმა დიდმა კერამიკულმა პანომ “კოლხეთმა, რომელიც ქუთაისის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე, მწვანე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო.


მონუმენტური ხელოვნების ნიმუში დიდი კერამიკული პანო „კოლხეთი“ 1995 წლიდან დგას ქუთაისის ცენტრში და ცნობილია როგორც „ფრანციას პანო“.


პანო „კოლხეთი“ ცნობილი მხატვრის ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძის (1939 -1987)ერთ-ერთი ბოლო ნაშრომია, რომელიც 1980-1985 წლებში მხატვრის სახელოსნოში იქმნებოდა.


ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის ძალისხმევით, ქალაქის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი სახლის კედელზე წარმატებით იქნა განთავსებული მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევარი.




https://ipress.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930