გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე მიქაბაძე: მაღაროში დასაქმებულებს მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება

12-06-2019

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებს მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე გამართული მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ჭიათურელი მაღაროელებისთვის მიცემული პირობა დათქმულ ვადებში შესრულდება. 

„დასაქმებულებს მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება. ჭიათურაში ასევე გაიხსნება პირველადი დახმარების პუნქტი, რომელიც დასაქმებულებს შესაბამის მომსახურებას გაუწევს. 
შეთანხმება, რომელიც მიღწეულია, ის პირობა, რომელიც მიეცათ მაღაროელებს - დათქმულ ვადებში შესრულდება“.

როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, გასული თვის ბოლოს ძალიან წარმატებით ჩაიარა მედიაციის პროცესმა.

„მიღწეულია შეთანხმება კერძო სექტორსა და დასაქმებულებს შორის, ბევრი საკითხი დადებითად გადაწყდა. იმ დროიდან ძალიან აქტიური მუშაობა და მონიტორინგი მიმდინარეობს არსებული პირობების შესასრულებლად. დღეს ამ მიმართულებით არსებული პროგრესი განვიხილეთ. ხელფასებთან დაკავშირებით შესრულდება ყველა ის პირობა და იმ დროში, რაც განსაზღვრული იყო მაისის ბოლოს. ასევე განვიხილეთ კვებასთან დაკავშრიებული საკითხები. უკვე გაიმართა ტენდერი, მუშების აქტიური ჩართულობით გამოვლინდა კომპანიები და ეს პროცესი ფაქტობრივად უკვე დასრულებულია” - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. 

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო სხვა ყველა უწყებასთან ერთად აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930