გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა ჩიქოვანი: ვითვალისწინებთ მაღაროელთა მოთხოვნებს და კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება

12-06-2019

„კომპანიას აქვს სადაზღვევო პაკეტი. დაზღვეულია 14 000 თანამშრომელი, თანამშრომლებს აქვთ ძირითადად 100%-იანი დაზღვევა და ახლაც მიმდინარეობს მუშაობა სადაზღვევოსთან, რაშიც მაღაროელები თავადვე არიან ჩართულნი," - ეს განცხადება ,, ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე გამართული მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„კომპანიას აქვს სადაზღვევო პაკეტი. დაზღვეულია 14 000 თანამშრომელი, ბავშვების ჩათვლით, და არა მხოლოდ არასრულწლოვნები, არამედ 25 წლამდე, - პაკეტი საკმაოდ დიდია. ახლა ვმუშაობთ სადაზღვევოსთანაც. თანამშრომლებს აქვთ ძირითადად 100%-იანი დაზღვევა, ოჯახის წევრებს - 70, ან 50 %-იანი. მაღაროელები თვითონ არიან ახლა პროცესში ჩართული და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს. კვებასთან დაკავშირებითაც, ტენდერში 9 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, 3 კომპანია შეირჩა თავად დასაქმებულთა მიერ, თავად მიიღეს მათ დეგუსტაციის პროცესში მონაწილეობა. ვითვალისწინებთ მოთხოვნებს და იმ შეთანხმების შესაბამისად, რაც იყო მთავრობასთან ერთად, კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება“,- განაცხადა ნიკა ჩიქოვანმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930