გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია

13-06-2019

ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, რომ მასზე გაამახვილა ყურადღება ისეთმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, - განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.


მისივე თქმით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პროექტი ძალიან პოზიტიურ კონტექსტში იყო ნახსენები.


მინისტრის თქმით, ბუნებრივია, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტთან დაკავშირებით საკითხს სვამს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მასთან ვიხილავთ ამ საკითხს.


„ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, პრინციპში, იდენტურია. ანაკლიის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და ამიტომაც საქართველოს მთავრობა ამ პროექტის ესოდენ მხარდამჭერია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იმას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუგრძელა ვადა ანაკლიის კონსორციუმს, რათა მან დაფინანსების საკითხი ბოლომდე მიიყვანოს.


„ჩვენ ძალიან აქტიურად დავუჭერთ მხარს მოლაპარაკებების პროცესს და ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში შევძლებთ, გადავიდეთ პროექტის შემდეგ ფაზაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


„უკვე ვთქვი, რომ ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ამ პროექტის შესახებ არის ერთმანეთის იდენტური. პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე შეიძლება მასზე საუბარი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930