გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: თუ არ ყოფილხართ ჩვენთან, ყველას მოგიწოდებთ, იხილოთ ეს ულამაზესი ქვეყანა და თავად გაეცნოთ ყველაფერს, რასაც სამყაროს ვთავაზობთ

13-06-2019

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკა იყო ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი და მოკავშირე და ბოლო 28 წლის განმავლობაში შემუშავებული დემოკრატიის კურსის შედეგად, დამოუკიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ჩვენს მთავარ ფასეულობად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსმტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“კომუნიზმის მარწუხებიდან გათავისუფლების შემდეგ დაუღალავად ვმუშაობთ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე. ეს გულისხმობს ისეთი სასამართლო სიტემის შექმნას, რომელიც გამართულად მუშაობს და ჩვენი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებული წარმომადგენლობითი დემოკრატია არსებობს. ამ რეფორმებით საქართველო გახდა მსოფლიოში ბიზნესის საკეთებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ქვეყანა. მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში, რაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ეკონომიკურ რეგიონულ ცენტრად წარმოგვაჩენს. ჩვენი შრომის შედეგად ვიმყოფებით ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ზღურბლზე და სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ამერიკის მსგავს მეგობრებთან და მოკავშირეებთან. საქართველო არის აშშ-ის ძლიერი სამხედრო მოკავშირე და დემოკრატიის შუქურა გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში. უმაღლეს წონით კატეგორიაში ვასპარეზობთ გლობალურ საკითხებში და ჩვენს საერთო ბრძოლის ველზე. ქართველი სამხედროები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდნენ ავღანეთსა და ერაყში. მახარებს, რომ ამერიკის კონგრესმა ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა აღიარა. სულ ახლახან - გასულ თვეში - წარმომადგენლობათა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი გამოსცა. ეს ორპარტიული აქტი რუსეთის აგრესიისგან ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას, სანქციებითა და სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტებით რუსული ავანტურიზმის დასჯას ისახავს მიზნად”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოში ღვინის დაყენების 8000-წლიან ტრადიციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული ცივილიზაციიდან წარმოიშვა, რითაც თითოეული ქართველი ამაყობს.

“გასულ წელს ჩვენს 4-მილიონიან ქვეყანას 8.5 მილიონი უცხოელი ესტუმრა. საქართველოს სტუმრები ძალიან უყვარს. ეს აღსანიშნავი მიღწევაა და თუ არ ყოფილხართ ჩვენთან, ყველას მოგიწოდებთ, იხილოთ ეს ულამაზესი ქვეყანა და თავად გაეცნოთ ყველაფერს, რასაც სამყაროს ვთავაზობთ. ჩვენ ღია ვართ ბიზნესისთვის. ყველა ქართველი მიესალმება მეწარმე ამერიკელებს, რომლებიც ქვეყნის უზარმაზარშესაძლებლობებს აითვისებენ. შემდეგი ფაქტებით მინდა მოგხიბლოთ - ჩვენთან ახლოს მდებარე რეგიონული ბაზარი წვდომას განიჭებთ 120 მილიონ მომხმარებელზე. უპირატესობების მქონე გეოგრაფიული ადგილმდებარეობის და ბევრი პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გამო, რაც ბიზნესის კეთებას მიმზიდველს ხდის საქართველოში და საქართველოს გავლით, ამერიკულმა ბიზნესწრეებმა შეიძლება სწრაფად მოახერხონ წვდომა ევროპისა და აზიის ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრებზე. ჩემი მოგზაურობა აშშ-ში ამ კვირის განმავლობაში აძლიერებს ჩემს დიდ ოპტიმიზმს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და გაზრდილი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ. საერთო ღირებულებები და ხედვა გვაერთიანებს მშვიდობიანი, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე სამყაროსადმი, სადაც ყველანი თავისუფალნი ვიქნებით”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ასევე ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. 

ღონისძიება აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930