გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა არის დაავადება "თურქული" და ფიქსირდება თუ არა საქართველოში

13-06-2019

 დაავადება „თურქული“ წყვილჩლიქიანი შინაური და გარეული ცხოველების (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი და სხვ.) მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება.

დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დადგება და, შესაძლოა, რამდენიმე წლით შეჩერდეს ქვეყნიდან ცოცხალი ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქტების ექსპორტი/ტრანზიტი.

დაავადება უდიდეს ეკონომიკურ ზიანს აყენებს მესაქონლეობას. 


ადამიანი "თურქულით" არ ავადდება.


მწვავე ვირუსული დაავადების - „თურქულის“ საწინააღმდეგო ბრძოლის პროცესში საქართველო რეგიონში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. 

„აღნიშნული დაავადება საქართველოს ტერიტორიაზე არ ფიქსირდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. მიმდინარეობს კონსულტაციები დაბალი რისკის ზონების შესაქმნელად და რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და მესტიის რეგიონის თურქულისაგან თავისუფალ ზონად გამოსაცხადებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და მეცხოველეობის განვითარებას“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყოველწლიურ საველე სიმულაციურ სავარჯიშოს დაესწრო. 

სიმულაციური სავარჯიშო კონტროლის ევროპული კომისიის (EuFMD) მხარდაჭერით, საქართველოსა (სამცხე ჯავახეთი) და თურქეთის (არდაჰანი) ტერიტორიებზე ერთობლივად ტარდება და მასში საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის ვეტერინარული სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, სიმულაციური სავარჯიშოს მიზანია თურქულისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დაავადებების კუთხით ქვეყნის საგანგებო მზადყოფნის შეფასება; რისკების მართვის მიზნით, ვეტერინარულ სამსახურებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ცნობიერების ამაღლება. 

მოსაზღვრე და ახლომდებარე ქვეყნებში დაავადების ახალ-ახალი აფეთქებები, ცხოველების მოვლა-შენახვის მომთაბარე სისტემა (ცხოველების სეზონურ საძოვრებზე მიგრაცია), ვირუსის შენარჩუნება გარემოში და არასტრუქტურულ ცილებზე კვლევის შედეგები ქმნის გარკვეულ რისკებს, რომლის გათვალისწინებითაც საქართველოში ყოველწლიურად, ორჯერადად ტარდება თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სისხლის ნიმუშების კვლევა. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს თურქულის საწინააღმდეგოდ 654 642 სული ცხოველია ვაქცინირებული, მათ შორის, 333 574 სული მსხვილფეხა და 320 868 სული წვრილფეხა პირუტყვი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031