გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წვიმებმა ხარაგაული ისევ დააზარალა

13-06-2019

ხარაგაულის სოფლებში ისევ სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ მდინარებეი - ზვარულა და ჩხერიმელა აადიდა. ყველაზე დიდი ზიანი მიადგა სოფელ ზვარეს. დაზიანებული და ჩაკეტილია ხიდები, დაღუპულია შინაური ცხოველები, განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები.

პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. 

როგორც ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, ზარალს უკვე ითვლიან.

"წაღებულია რამდენიმე საქათმე და ცხოველთა სადგომები. ყველაზე დიდი ზარალი არის სოფლის ხიდ-ბოგირები სოფელ ანეულაში და სოფელ ზვარეში. ასევე სამანქანო დიდი ხიდია ჩავარდნილი სოფელ დიდვაკეში" - განაცხადა ხარაგაულის მერმა.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იყვენ საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930