გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, ეუთოს რეკომენდაციები მიშვნელოვანია, ახლა, როცა ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, თქვეს, რომ ეს მეორეხარისხოვანია

13-06-2019

"საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთოს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია - ახლა როცა შევქმენით სამუშაო ფორმატი და რეკომენდაციებზე მუშაობა დავიწყეთ - მათ თქვეს რომ ეს მეორეხარისხოვანია" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

"საკონსტიტუციო რეფორმის დროს სწორედ ჩვენ, მმართველმა გუნდმა გადავწყვიტეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა - დღეს ეს ოპოზიცია ისე აჩვენებენ ხალხს თავს, თითქოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყოველთვის ძალიან უნდოდათ. იყვნენ ხელისუფლებაში და შეეცვალათ, რა უშლიდათ ხელს? მათგან განსხვავებით, ჩვენ ეს შევცვალეთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ტრადიციულად არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება, თუმცა მერე კი მოსწონთ და იყენებენ ყველა სიკეთეს რაც ჩვენს გადაწყვეტილებებს მოაქვს. სამწუხაროა, რომ საქმიანი ფორმატის ნაცვლად, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია - კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ"- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

"მიუხედავად ამისა, ეს სამუშაო პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ვალდებულებებს საზოგადოებასთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031