გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ომანის ყურეში, ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე, სადაც აფეთქება მოხდა, მეზღვაურებს შორის საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა

13-06-2019

ომანის ყურეში ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე, სადაც აფეთქება მოხდა, 44 მეზღვაური იმყოფებოდა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.


როგორც ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა თამარ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გემზე მყოფი 50 წლის ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.


მისივე თქმით, მეზღვაურის დამსაქმებელ კომპანიასთან ასევე ოჯახთან უწყებას მუდმივი კომუნიკაცია აქვს.


„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ინფორმაცია დღეს შემოვიდა. ჩვენ მყისიერად შესაბამის წყაროებთან გადავამოწმეთ. პანამის დროში ქვეშ მცურავ გემზე ქართველი მეზღვაური არ ფიქსირდება, ხოლო მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე კი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ჩვენ კონტაქტზე ვართ, როგორც ოჯახთან ასევე მეზღვაურთის დამსაქმებელ კომპანიასთან",- განაცხადა თამარ იოსელიანმა.


შეგახსენებთ, ომანის ყურეში ორ ტანკერზე „Front Altair“ და „Kokuka Courageous“-ზე მცირე შუალედით აფეთქებები მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ტანკერზე მყოფი ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა.



https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930