გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ივანიშვილის დახმარებამ 10 750 000 ლარი შეადგინა

13-06-2019

13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ 8 მილიონი ლარი დახარჯა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 13 ივნისის ტრაგედიის გახსენებისას ისაუბრა.


კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” დედაქალაქის მხარდაჭერისთვის.


,,როდესაც 13 ივნისის დილა გათენდა და ვნახეთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჩვენი ქალაქი, ვფიქრობდით, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისი მოწესრიგება, თუმცა ერთად დგომამ, თანადგომამ ყველაფერი შეგვაძლებინა - დაწყებული ახალგაზრდებით, უწყებებით, ბიზნესსექტორის ჩართულობით. გვახსოვს, როგორი შემოწირულობები კეთდებოდა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო „ფონდი ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 8 მლნ გადმორიცხა იმისთვის, რომ მოწესრიგებული ყოფილიყო ინფრასტრუქტურა და კომპენსაციები მიეცათ დაზარალებულებისთვის”, - განაცხადა კახა კალაძემ.


აღსანიშნავია, რომ 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფონდმა ქართუმ 8 მილიონი ლარი, თანაინვესტირების ფონდმა 500 000, ქართუ ბანკმა კი 2 500 000 ლარი დახარჯა, ჯამში ბიძინა ივანიშვილის დახმარებამ 10 750 000 ლარი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930