გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ შევძელით ერთობლივი ძალებით ძალიან კარგი რეფორმის პროექტი შეგვეთავაზებინა საქართველოს პარლამენტისა და მოსახლეობისთვის

13-06-2019

„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ აქტიური დისკუსია იყო სასამართლოს რეფორმის გარშემო და სასამართლო თემის გარშემო, ვფიქრობ, რომ დღევანდელი განცხადება გარკვეულწილად წერტილს უსვამს ამ აჟიოტაჟს და ძალიან კარგად აფასებს თუ რა ტიპის კანონპროექტი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს მიესალმება.


მისივე თქმით, დღევანდელი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია და ის ძალიან კარგად ასახავს, თუ როგორი პროცესის შედეგად შეიქმნა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა.


„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმის პაკეტი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არსებულ ძალიან ბევრ პრობლემურ თემას სრულად აგვარებს, მათ შორის: იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებულ თემებს, ასევე, მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისთვის.


„მინდა მადლობა გადაუხადოთ ყველას - არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებს, არამედ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ სამუშაო პროცესში. მე მგონი, ჩვენ შევძელით ერთობლივი ძალებით ძალიან კარგი რეფორმის პროექტი შეგვეთავაზებინა საქართველოს პარლამენტისთვის და მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930