13-06-2019
„13 ივნისი ჩვენთვის ტრაგიკული დღეც არის და იმის სიმბოლოც, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდეს მთელი საზოგადოება - მოქალაქეები, ახალგაზრდები, ასაკოვანი ადამიანები, ხელისუფლება და მთელი ქალაქი საერთო მიზნის მისაღწევად“-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„2015 წლის 13 ივნისი უდიდესი ტრაგედია იყო მთელი ქვეყნისათვის. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს... ასევე, მადლობას ვუხდით ყველა იმ უწყების თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში და თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელმაც ძალა არ დაიშურა, რომ საკუთარი წვლილი შეეტანა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში.
განსაკურებულ რეჟიმში მუშაობდა ყველა უწყება. მობილიზებული იყო კერძო სექტორი და ბევრი მათგანი უსასყიდლოდ ასრულებდა სამუშაოებს.
განსაკურებული იყო ბიძინა ივანიშვილის როლი. მაშინ, როცა სახელმწიფოს დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება უწევდა, მან დადო პირობა რომ ყველა ხარჯს, რომელსაც სახელმწიფო ვერ გაწვდებიდა, თავად დაფარავდა. შედეგად 8 მილიონით დაეხმარა ქალაქს მაშინ „ქართუ“ ფონდი, 500 000 ლარით თანაინვესტირების ფონდი, 2 250 000 ლარით „ქართუ ბანკი“ - ჯამში ბიძინა ივანიშვილის დახმარებამ 10 750 000 ლარი შეადგინა. შედეგად სახელმწიფომ შეძლო ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება. ინფრასტუქტურის აღდგენა და სწორად გაკეთება.
დღეს ვერეს ხეობა გვახსენებს ტრაგედიასაც, მაგრამ გვახსენებს უპრეცედენტო სოლიდარობასაც“-წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.