გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე: რუსეთისთვის ჩვენი პასუხი ასეთია- ნატოსთან თანამშრომლობა არის ჩვენი სუვერენული უფლება

14-06-2019

გრიგორი კარასინის განცხადებებს საქართველოს და ნატოს თანამშრომლობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, ზურაბ აბაშიძე პასუხობს.

მისი თქმით კარასინის განცხადებებში მუქარა იგრძნობა. 

„როცა მესმის რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელის მხრიდან ასეთი მუქარის შემცველი განცხადებები, მე მეუფლება უხერხულობა. რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანაა.

გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა, მილიონიანი არმიით და ბირთვული იარაღით. ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს მეზობლებს. თუ ეს არის ძლიერების დემონსტრირების მცდელობა, მე ვფიქრობ საპირისპირო შედეგს აღწევს. საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენი პასუხი ასეთია, ეს არის ჩვენი სუვერენული არჩევანი, ჩვენი სუვერენული უფლება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930