14-06-2019
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის ინფორმაციით, თუშეთის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგაზო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.
გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, თუშეთის გზაზე, მე-18 კილომეტრზე, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ, სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე სამაშველო-სახანძრო-სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.