გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ანდაში ცულით ორი კაცი დაჭრეს

14-06-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში ორი კაცი თანასოფლელმა ცულით დაჭრა. ერთ-ერთ მათგანს თავში, ხოლო მეორეს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.


თავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.


„დაშავებულები ბიძაშვილები არიან. ყელში რომ აქვს დარტყმული, ის უკეთესადაა“, - აცხადებენ დაშავებულების ნათესავები.


45 წლამდე კაცი, რომელმაც თანასოფლელები ცულით დაჭრა, ამავე სოფელში ცხოვრობს.


„მთელ სოფელს გვეშინია, შემდეგი ალბათ ჩვენ ვიქნებით. ყველასთვის საშიშია. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სვამს და ჩხუბობს. დედაც ჰყავს, ცოლიც და ოთხი შვილიც“, - ამბობენ თანასოფლელები.




https://pia.ge/




ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930