გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო

14-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.


სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.


ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031