გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ჯაში: მადლობა ბატონ ელგუჯა გოცირიძეს, რომელიც დღეისთვის უკვე 100-ზე მეტ მოსწავლეს და სტუდენტს სტიპენდიებით აფინანსებს

14-06-2019

"განსაკუთრებული მადლობა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დებუპუტატს ბატონ ელგუჯა გოცირიძეს, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ-დეპუტატს, რომელიც დღეისთვის უკვე 100-ზე მეტ მოსწავლეს და სტუდენტს აფინანსებს ყოველთვიური სტიპენდიებით და ეს ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივაა დეპუტატის მხრიდან”,- ეს განცხადება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ტყიბულში დამსახურებულ პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გააკეთა. 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით საქართველო იღებს პრაქტიკულად მსოფლიოში პირველ პრეცედენტს, რომელიც კანონის დონეზე დაარეგულირებს მთლიანი შიდა პროდუქტიდან სულ მცირე 6%-ის დაფინანსებას განათლების სექტორზე და ეს უდრის დაახლოებით ბიუჯეტის მეოთხედს.

,,უაღრესად მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით საქართველო იღებს პრაქტიკულად მსოფლიოში პირველ პრეცედენტს, რომელიც კანონის დონეზე დაარეგულირებს მთლიანი შიდა პროდუქტიდან სულ მცირე 6%-ის დაფინანსებას განათლების სექტორზე და ეს უდრის დაახლოებით ბიუჯეტის მეოთხედს. ეს არის უფრო ახალი და უკეთესი სკოლები, უფრო მეტად დაფასებული მასწავლებლების ღვაწლი, უკეთესი ხარისხის სახელძღვანეოლოები და ბავშვებისთვის ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე წარმოუდგენელია თქვენი შემდგომი წარმატება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვპირდებით მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივებში, რომ განათლების რეფორმა იყოს ბოლომდე წარმატებული. პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი გადადგმულია, პედაგოგთა ღირსეული დაფასების და საპენსიო ასაკის მასწავლებლების გაცილების კუთხით, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ გვექნება ინიციატივები, რომლითაც საქართველო რეალურად დაიმკვიდრებს, მსოფლიო რუკაზე განათლების სექტორის რეფორმის კუთხით ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს და ბუნებრივია, თქვენთან ერთად, თქვენი ხელშეწყობით და აქტიური ჩართულობით, გვაქვს იმედი ამ წარმატებების”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატმა ისაუბრა თერჯოლაში ინფორმატიკის კაბინეტის მოწყობის შესახებ, რომელიც კომპიუტერული ტექნიკით სწორედ ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარის ელგუჯა გოცირიძის მხარდაჭერით აღიჭურვა.

,,ეს არის მაგალითები, რითაც შეგვიძლია სხვა წარმატებული ადამიანების ჩართვის წახალისებაც შევძლოთ ქვეყნის მასშტაბით“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ტყიბულისა და თერჯოლის სკოლების 32 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, რომლებიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან, ტყიბულისა და თერჯოლის მჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ სტიპენდიები დაუნიშნა.

2018-2019 სასწავლო წლის დასრულება დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა და მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031