გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: მადლობა ელგუჯა გოცირიძეს იმისთვის, რასაც საჯარო სკოლების, პედაგოგებისა და კურსდამთავრებულებისთვის აკეთებს

14-06-2019

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ტყიბულისა და თერჯოლის საჯარო სკოლების დამსახურებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს. 

საჯარო სკოლების პედაგოგებთან და კურსდამთავრებულებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატს ელგუჯა გოცირიძეს იმ დამსახურებისთვის, რასაც იგი ტყიბულისა და თერჯოლის საჯარო სკოლების, პედაგოგებისა და კურსდამთავრებულებისთვის აკეთებს. 

„სიტყვა დამსახურება შეიძლება არასწორია, მაგრამ ეს არის კაცი, რომელიც გრძნობს, რამხელა მნიშვნელობა აქვს განათლებას და ამიტომაც აიღო თავის ერთ-ერთ მიმართულებად ბავშვებთან მუშაობა. ეს არ არის მხოლოდ სტიპენდიები, ეს არის სკოლებისთვის და პედაგოგებისთვის გაწეული დახმარება, ეს არის კომპიუტერული კლასი, რომელიც ბავშვებს თანამედროვე მიღწევებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. აღარ დავასახელებ იმ მოსწავლეების გვარებს, რომლებსაც სწავლის შეწყვეტა უხდებოდათ უნივერსიტეტში იმის გამო, რომ გაგრძელების შსაძლებლობა არ ჰქონდათ. ესენი წარმატებული მოსწავლეები იყვნენ, მაგრამ ოჯახის შენახვის საშუალება არ ჰქონდათ. შეიძლება სწავლის ფული გქონდეს, მაგრამ ოჯახს სჭირდება შენი დახმარება და ასეთ დროს გვერდში დგომა არის ძალიან დიდი სიქველე და ძალიან დიდი სიკეთე“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მისი თქმით, საქართველოს მომავალი განათლებულ ახალ თაობაზე გადის. ამას სჭიდება ფინანსები, რესურსი და ეს რესურსი არის სწორედ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მთავრობამ და პარლამენტმა ერთად მიიღეს.

2018-2019 სასწავლო წლის დასრულება დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს მიულოცა და მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,‭ ‬რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდნენ.‬‬‬‬‬

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930