14-06-2019
კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა. შესაბამისად, 17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ. მაგთი ფიქსის 100 ათასზე მეტი აბონენტი კვლავ შეძლებს უწყვეტ სატელეფონო კომუნიკაციას.
მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და შეუზღუდავი სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ შპს „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობები შესთავაზა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზია სპეციალური ვალდებულებებით გაუგრძელდა. კომისიამ მაგთიკომს ორ წლიანი ვადა მისცა, იმისთვის, რომ ამ პერიოდში, „მაგთი ფიქსის“ სერვისის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს.