გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: აშშ-ს საქართველოსთან აქვს ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა, უფრო კარგი, ვიდრე ოდესმე

15-06-2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა შეერთებულ შტატებში სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტები შეაჯამა. 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ,,ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან აქვს ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა, უფრო კარგი, ვიდრე ოდესმე. ეს გამოიხატება კონკრეტულ და ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებში, როგორებიც არის: მაგალითისთვის, თავდაცვის სფეროში უპრეცენდეტო თანამშრომლობა; საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელსაც კონგრესის საგარეო საქმეთ კომიტეტმა ახლახან უყარა კენჭი და გადავიდა შემდეგ ეტაპზე. არასოდეს ყოფილა აქმდე რომ აშშ-ს ცაკლე მდგომი კანონი მიეღოთ საქართველოს შესახებ. ჩვენ ამას გეუბნებით ფაქტებით, რომ ჩვენი თანამშრომლობა აშშ-სთან არასოდეს ყოფილა ასე კარგი“.

მისივე თქმით, ერთი კვირის წინ საპარლამენტო დელეგაცია საკმაოდ დიდი შემადგენლობით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. 

,,ამდენად, ზუსტად ვიცი, რომ იმ რეფორმებს, რომელბსაც ჩვენ ვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ყველა მიმართულებით: ფინანსური, ტექნიკური, ექსპერტული თუ პოლიტიკური. ჩვენ გვეუბნებიან: სწორ გზას ადგახართ, სწორ რეფორმებს ახორცილებთ და ჩვენ ვარ თქვენს გვერდით“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031