გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თუშეთში ავარიის დროს დაშავებული კაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

15-06-2019

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 35 წლის მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 

როგორც ექიმმა განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება და მოტეხილობები აღენიშნება.

უბედური შემთხვევა გუშინ ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-18 კილომეტრზე მოხდა.

ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი მამაკაცი.

"გუშინ კლინიკაში შემოყვანილი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმყოფება დაკვირვებისა და მონიტორინგის ქვეშ, პოლიტრამვის დიაგნოზით, აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა" - განაცხადა ექიმმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930