გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ ყველას პრეზიდენტი მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა

15-06-2019

"მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს, რომ მე ვარ ამავე დროს პრეზიდენტი ყველა ადამიანისა,

მიუხედავად იმისა, რაც უნდა იყოს მათი რელიგიური მიმართულება, სექსუალური ორიენტაცია. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მე ვთვლი, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები პროვოცირებას დაპირისპირების არც ერთი მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის, რაც თავისი დაპირისპირებები აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული, ახალი დაპირისპირებები" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

ის სამცხე-ჯავახეთში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლგბტ პრაიდის აქცია და მისი კონტრაქცია გაიმართა.

პოლიციამ აქციებზე სულ 28 ადამიანი დააკავა, რომელთაგან 7 ისევ პატიმრობაში რჩება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930