გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აქცია ვაკის გამგეობასთან - მოსახლეობა სკვერთან კაზინოს მშენებლობას აპროტესტებს

16-06-2019

ვაკის რაიონის გამგეობის გვერდით კაზინოს მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.


საპროტესტო აქციის მონაწილეთა განმარტებით, აღნიშნული მშენელობის კანონიერებისთვის ადგილზე არსებულ რეაკრეაციულ ზონას სტატუსი შეუცვალეს და დასაშვები გახადეს ახალი მშენებლობის წამოწყება.


ადგილობრივები თბილისის მერიისაგან მიღებული გადაწყვეტილების შეცვლასა და პირადად კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.


აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ მშენებლობა გამწვანებულ სივრცესთან ახლოს მიმდინარეობს.


„ფაქტობრივად, მშენებლობასა და სკვერს შორის აღარ რჩება სივრცე. ეს საზოგადოებისთვის დიდ პრობლემას შექმნის და სკვერით სარგებლობა ხალხისათვის შეუძლებელი გახდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს ადგილი კაზინოს კერძო ეზოდ გადაიქცევა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.


საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით კი, ეს სკვერი მოაზრებული უნდა იყოს, როგორც რეკრეაციული სივრცე.


„გვინდა, რომ ეს სივრცე ჩვენს სასარგებლოდ გაფართოვდეს.


თავიდან სწრაფი კვების ობიექტი უნდა აშენებულიყო, შემდეგ 15-სართულიანი სახლის ჩადგმაც უნდოდათ. ახლა კი აცხადებენ რომ ერთხელ დაგითმეთ, ორჯერ დაგითმეთ, ახლა კი დროა, თვითონ წახვიდეთ დათმობაზეო“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930