გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკმა რაგბის ფესტივალს უმასპინძლა

17-06-2019

სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, წლების მანძილზე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელძღვანელის, ღირსების ორდენის კავალერის დავით კილასონიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რაგბის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 26-მა გუნდმა მიიღო. 

რაგბის ფესტივალში მონაწილე გუნდებს თასები, ყველა მორაგბეს - სიგელები გადაეცათ. 

ართული რაგბის ლეგენდის - დავით კილასონიას სახელობის პრიზი წილად აკაკი კილასონიას ხვდა. 

ვეტერანი მორაგბის სახელობის ფესტივალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის სამეგრელოს წარმომადგენლობა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. #რაგბიჩვენითამაშია #

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930