გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო: საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს

17-06-2019

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს. 

ამის შესახებ დავით სერგეენკომ „კურიერთან“ ისაუბრა. 

მოქმედი მინისტრის თქმით, როდის დატოვებს თანამდებობას ამის გადაწყვეტილებას პრემიერ - მინისტრი მიიღებს. 

„ნებისმიერი ცვლილება მთავრობის შემადგენლობაში არის პრემიერ - მინისტრის პრეროგატივა. მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება, მან უნდა განაცხადოს ეს და ნუ წავართმევთ ამ პრეროგატივას“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეენკოს ადგილს საჩხერის კლინიკის დირექტორი, ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930