გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე: მე-4 ტალღის კანონპროექტი საზოგადოების, პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო

17-06-2019

სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური მიესალმა იმ ფაქტს, რომ რეფორმამ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა რეფორმის მნიშვნელობას და საპარლამენტო ჯგუფს მადლობა გადაუხადა.

„ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ამავე დროს - საკმაოდ მგრძნობიარე და შინაარსობლივად დატვირთული. ჩვენი სულისკვეთებაა, მოვახდინოთ მაქსიმალური ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. ეს კანონპროექტი გახდა ამის საუკეთესო მაგალითი, რომ როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე პოლიტიკური პარტიები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად მონაწილეობდნენ მის შექმნაში. მსურს ყველა მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031