გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩემი გადადგომის შესახებ ხმები არასერიოზულია

17-06-2019

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც პრემიერმა განაცხადა, მგავსი სახის ინფორმაციები მის შესახებ, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ ვრცელდება.

„ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ყოველ კვირა ქართული მედიიდან მე მსგავს ინფორმაციებს ვგებულობდი. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხია. ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა გამიჭირდება. მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მე მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, მე ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. ასე რომ მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკთებ, ვინაიდან მსგავსი ჭორები, რომლებიც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მამუკა ბახტაძის შემცვლელად მაია ცქიტიშვილი მოიაზრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031