გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურა: ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს

17-06-2019

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების მიერ 2004 წლის 16 ივნისს ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2012 წლის 8 დეკემბერს, დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადების საფუძველზე.

2015 წლის 14 თებერვალს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

„საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი ინფორმაციის და მტკიცებულებების მოპოვება გაართულა ფაქტზე 8 წლის შემდგომ გამოძიების დაწყებამ. შესაბამისად, ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საჭირო სტანდარტი.

აღსანიშნავია, რომ სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება სხვა ეპიზოდებსაც მოიცავს. ასევე საგულისხმოა, რომ საქმეში სხვადასხვა ეპიზოდების ერთიანობა და მათი ქმედებების დანაშაულებრივი შეფასება უზრუნველყოფს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას“-აცხადებენ პროკურატურაში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031