გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ლევან ვასაძის განცხადებაზე: ამას შესაბამისი ნაბიჯები მოყვება

17-06-2019

საქართველოს პრემიერ- მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბიზნესმენ ლევან ვასაძის იმ განცხადებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი ჯგუფები ჩამოყალიბდება და ისინი საჭიროების შემთხვევაში პოლიციასაც კი „პასუხს გასცემენ“. 

როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც არის ნიშნები, რომ ირღვევა სამართალი, ბუნებრივია მას მოყვება შესაბამისი ნაბიჯები. 

„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და როდესაც არის ნიშნები, რომ ირღვევა სამართალი, ბუნებრივია, მას მოყვება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივ ჩარჩოებში. როგორც ვიცით შსს-მ შესაბამისი მუხლით უკვე დაიწყო ამ საკითხის გამოძიება. 

საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, ის გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებით. მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ბოლო დღეების განმავლობაში რაც ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. მე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, ვინაიდან მათ შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა. მე, როგორც რიგითი მოქალაქე ვფიქრობ, რომ ლგტბ თემის საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული დღის წესრიგი. მე არ ვთვლი რომ ეს საკითხი საქართველოში არის პრობლემური, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული. ჩემი აზრით ხდება ამ პრობლემის გაზვიადება და თავს მოხვევა საზოგადოებისთვის. ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ჩვენ მას ვუზრულველყოფთ. პრობლემა რაც არის ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე და სჯობს საზოგადოება ამ პრობლემების გადაჭრისთვის იყოს ორიენტირებული,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930