გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობლივი ჯგუფები შეიქმნება

17-06-2019

შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით, სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობლივი ჯგუფები შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯგუფები სამშენებლო კომპანიებში ინტეგრირებულ მონიტორინგს განახორციელებენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით მოხდა სამართლებრივი ვაკუუმის შექმნა ამ სფეროში, შრომის უსაფრთხოება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას.

„ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ გარემოში მოხვედრის ალბათობის შემცირებას, ხოლო უბედური შემთხვევის მოხდენის რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. მოხდება ცნობიერების ამაღლება, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სამშენებლო სფეროში დასაქმებული და ამავე დროს დამსაქმებელი კომპანიებისთვის“. - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მთვრობის მეთაურის თქმით, პირველ ეტაპზე ჯგუფები მუშაობას თბილისის მასშტაბით დაიწყებენ, ხოლო შემდეგ ეს გავრცელდება რეგიონებზეც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930