გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: განათლების რეფორმის მიმართ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ამერიკელი კოლეგების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს

17-06-2019

განათლების რეფორმის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჩვენი ამერიკელი კოლეგების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს“, - ამის შესახებ განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელმა პრემიერის აშშ-ში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გაჩნდა.

„ჩვენ შევხვდით სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მათთან ერთად ერთობლივ კურსებს ქართველი პროფესორები განახორციელებენ. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები აქტიურად ჩაერთვებიან ასევე განათლების რეფორმაში როგორც აკადემიური, ისე სამეცნიერო-კვლევითი კუთხით“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძეს ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები აშშ-ის მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა "სილიკონ ველიში", სადაც დაისახა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

„მინდა გამოვყო მაღალტექნოლოგიური აქსელერატორების დაფუძნების საკითხი საქართველოში, რაშიც ჩვენი ამერიკელი მეგობრები აქტიურად იქნებიან ჩართულები. ასევე მინდა გამოვყო ჩვენი თანამშრომლობა აშშ-თან კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლო მომავალში თბილისში ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩატარდეს კონფერენცია, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება. კონფერენციის შემდეგ კვლევა და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930