გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტის განცხადებით რეგიონში პირველი კომერციული წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნება

17-06-2019

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი, როგორც ლოგისტიკისთვის, ასევე სხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დღესდღეობით ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაში აბსოლუტურად ახალი, განსხვავებული და გაძლიერებული რეალობაა. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში განმარტა, რომ უსაფრთხოების თემებთან ერთად, ჩვენს ურთიერთობაში მნიშვნელოვანწილად იზრდება ეკონომიკური მდგენელი. ჩიქოვანის თქმით, ჩვენი ქვეყნის გაძლიერების თვალსაზრისით, ეკონომიკურ მიმართულებას აქვს და ექნება უმნიშვნელოვანესი როლი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის კომერციის დეპარტამენტის მხრიდან იმის გაცხადება, რომ უკვე ის იწყებს მოკვლევას და ფიქრს იმის შესახებ, რომ რეგიონში პირველი კომერციული წარმომადგენლობა გაიხსნება საქართველოში. აღნიშნული ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ათი წლის შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს მნიშვნელოვანი როლის თამაშს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები არ არის მხოლოდ საქართველოში შესასრულებელი, არამედ ყველა განცხადებაში ნათლად არის მითითებული, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ერთობლივად გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს კიდევ ერთხელ მხარს უჭერს ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ერს მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“. - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930