გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა კვალიფიკაცია აქვს ჯანდაცვის ახალი მინისტრს - ეკატერინე ტიკარაძეს

18-06-2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო განათლება თბილისში აქვს მიღებული, ექიმის კვალიფიკაციით.

ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით კვალიფიკაცია ევროპის წამყვან სასწავლებლებში აქვს გავლილი. 

2007-2008 წლებში ის გერმანიაში ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში სწავლობდა, 2015-2016 წლებში კი, გერმანიაში მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის მიმართულებას ეუფლებოდა.

2016 – 2019 წლებში ეკატერინე ტიკარაძემ კვალიფიკაცია ავსტრიაში, ვენის დანუბეს უნივერსიტეტში აიმაღლა.

მისი სამუშაო გამოცდილება სრულად ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება.

2006-2008 წლებში ეკატერინე ტიკარაძე გერმანიაში, ნიურნბერგში, ფონდის „სტომატოლოგები საზღვრებს გარეშე“ პროექტის განვითარების მენეჯერი იყო.

2008-2013 წლებში შვეიცარიულ კომპანია „მედტრანსში“ მუშაობდა.

2015 წლიდან დღემდე - „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. 

ეკატერინე ტიკარაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031