გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდან შეეძლებათ

19-06-2019

2019 წლის გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ. 

ამისათვის საჭიროა, აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს. 

პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - "დაბეჭდეთ ბარათი".

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

გამოცდების მოახლოებასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს სოციალურ კამპანიას „არ დაიგვიანო“. ამ სოციალური კამპანიით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და დაგვიანების გარეშე გამოცხადნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930