გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი ლევან ვასაძეზე: 40 წელი ერთად გავატარეთ და მას ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს

20-06-2019

დავინახე, რომ იყო მცდელობა ლევან ვასაძის დემონიზაციის - 40 წელი ერთად გავატარეთ და მას ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს, არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ მოხდება ერთმანეთის დემონიზაცია, ერთის მხრივ ქრისტიანობის თუ მეორეს მხრივ, თავისუფლებისა და ლიბერალიზმის სახელით, ერთსა და იმავე შედეგს მივიღებთ.


მისი თქმით, არსებული რეალობა, საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული შეტევაა.


„მე და ლევანი 10 წლიდან ერთად ვართ და დავინახე, რომ იყო მცდელობა ლევანის დემონიზაციის. 40 წელი ერთად გავატარეთ ცხოვრებაში და მას არავინ დაუჩაგრავს, არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია. ჩვენ განსხვავებულ პოზიციაზე ვართ, ჩემთვის LGBTQ თემის დარდი ბოლომდე გასაგებია, მაგრამ მეორეს მხრივ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მოვახდენთ ერთმანეთის დემონიზაციას, ერთმანეთს დავარქმევთ კოშმარულ სახელებს, ერთნი გავაკეთებთ ამას ქრისტიანობის სახელით, როდესაც ქრისტიანობაში საერთოდ არაფერი წერია ამის შესახებ და მეორეები ამას გავაკეთებთ თავისუფლების, ლიბერალიზმის სახელით და შევეცდებით შევიზიზღოთ განსხვავებული - ზუსტად ერთი და იგივე მიმართულებით მიმავალი გზაა.


მე არც ერთ შემთხვევაში არ მინახავს კრიმინალის ნიშნები და ნუ დავარქმევთ ამას კრიმინალს სანამ ეს კრიმინალი არ არის. როგორც კი სიტყვის თავისუფლება გადავა ქმედებაში და მაგალითად, მოხდება ერთი ადამიანის მაინც ფიზიკურად ხელყოფა, იქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. მეტიც, სახელმწიფო მანამდეც უნდა ჩაერთოს და არ უნდა დაუშვას შეჯახება და დაპირისპირება. ჩემს მეგობრებს შორის არიან ორივე ბანაკის წარმომადგენლები, მარტო ლევანზე არ ვსაუბრობ და მაქვს მუდმივი მცდელობა დავანახო სხვა რეალობა, რომლის თაობაზეც შესაძლოა, მე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე მათ. ეს რეალობა არის თავიდან ბოლომდე, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა, რომელიც ამ ფორმატში ჯდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "ტვპირველის" ეთერში.




ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930