20-06-2019
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის მიერ პარლამენტის თავჯდომარის სკამის დაკავებამ პარლამენტარების ნაწილში დიდი პროტესტი გამოიწვია.
ამ თემას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არ ვარ საქართველოში და ასობით კილომეტრით შორსაც ცეცხლივით მწვდება იმით გამოწვეული ბრაზი და სირცხვილი, რაც დღეს მოხდა!
მოვითხოვ ამ ასამბლეის დაუყონებლივ შეწყვეტას და რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან და ქვეყნიდან წასვლას! „, - წერს ზაზა გაბუნია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.