12-02-2018
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,წითელი ხიდი“, ,,ვალე“ და ,,კარწახი“ ორი კვირის განმავლობაში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთის, ირანისა და თურქეთის მოქალაქეების ავტომობილებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ფსიქოტროპული (21 აბი), ნარკოტიკული (134,5 აბი და 10 კაპსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (2.25 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.