გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იყო თუ არა გამოყენებული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პრორპოციული ძალა - Human Right Watch-ის განცხადება

21-06-2019

თბილისში, საქართველოს პარლამენტთან სპეციალური დანიშულების რაზმმა შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.


ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch ავრცელებს.


ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გამომდინარე იქიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მისცეს მითითება პოლიციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ძალის გამოყენების წესები.


"საერთაშორისო ნორმები მოითხოვენ, რომ პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან საფრთხის საპასუხოდ პროპორციული ძალა გამოიყენოს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს ისეთ ზომებს, როგორიც არის რეზინის ტყვიები“, – ნათქვამია „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ განცხადებაში.


"სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შეუძლიათ მიმართონ ლეგიტიმურ ზომებს, რათა არ დაუშვან ხალხის მიერ პარლამენტის შტურმი, თუმცა ისინი ვალდებულები არიან დაიცვან ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები ძალის გამოყენებისას, მათ შორის რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას. მათ ეს არ გაუკეთებიათ პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების საპასუხო ქმედებებში. თუ ეს მდგომარეობა განვითარდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ დაიცვას ეს სტანდარტები“, – აცხადებს ორგანიზაციის ორგანზიაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მაოდგილემ გიორგი გოგიამ.


ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დემონსტრანტებს შორის ზოგიერთი პოლიციას წყლის ბოთლებს ესროდა, თუმცა დემონსტრანტები ძირითადად იყვნენ არამოძალადეები.


ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს და ნახეს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სპეცრაზმელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის აღმოჩნდა, თუმცა ხალხი მათ უსაფრთხო ადგილას მიაცილებდა.


"სამართალდამცველები ვალდებულები არიან პატივი სცენ შეკრების თავისუფლებას, ისევე როგორც ძალის გამოყენებისას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, მათ შორის ლეგალური და არალეგალური დემონსტრაციების დაშლის დროსაც", – აღნიშნულია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.


„ჰიუმან რაითს ვოტჩის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენების შესახებ გაერო-ს საბაზისო პრინციპების თანახმად, პოლიციამ ძალისა და იარაღის გამოყენებამდე უნდა მიმართოს არაძალადობრივ საშუალებებს, როგორიცაა ტერიტორიის გათავისუფლების მოთხოვნა.




https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930