21-06-2019
პარლამენტის შენობიდან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები გავიდნენ. შენობიდან გასვლა სთხოვეს იქ მყოფ ჟურნალისტებსაც.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობის დაცლაზე მითითება მათ შს სამინისტროს თანამშრომლებისგან მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19.00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართება.
https://www.interpressnews.ge/ka/