გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალადაშვილის კლინიკაში მოთავსებული 50 წლამდე კაცის მდგომარეობა მძიმეა

21-06-2019

ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის ლევან ბესელიას ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული 50 წლამდე კაცის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი კლინიკაში გუშინ 04:00 საათზე შეიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მან დაზიანებები რუსთაველზე აქციაზე მიიღო.


„უცნობი მამაკაცის მდგომარეობა არის მძიმე. იყო თავის ტვინის ტრავმა. პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, ჰემატომის ევაკუაცია. ამ ეტაპზე მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში. სტაბილიზაცია მიღწეულია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება.სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება არ არის, თუმცა არის ძალიან მძიმე ტრავმა, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას. ამ ეტაპზე მისი იდენტიფიცირება ვერ ხდება,“ -განაცხადა ლევან ბესელიამ.


ლევან ბესელიას ინფორმაციით, კლინიკაში სულ 28 პაციენტია შეყვანილი. ამ დროისათვის სტაციონარში 6 პაციენტი რჩება.


გუშინ პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი.


რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.


პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.


რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.




https://imedinews.ge/ge/


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930