გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

21-06-2019

უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.


სტუდენტები გუშინდელ აქციასთან მიმართებში „სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას“ და საქართველოს პარლამენტში რუსეთის დეპუტატის გამოსვლას მშვიდობიანი გზით აპროტესტებენ.


აქციის ორგანიზატორი, ლექსო გოგილაშვილი აცხადებს, რომ 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ პოლიტიკურ აქციას ემიჯნებიან და რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში გადაინაცვლებენ, თუ იქ მყოფ აქციის მონაწილეებს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდებათ.


20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულიააქციის 305 მონაწილე.


რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.


პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.


რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.




https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031