გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ლომჯარია: აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ სამართალწარმოება უნდა წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად

21-06-2019

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.


ნინო ლომჯარია საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს:


· დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე - დაკავებულების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე


· დაიწყოს და აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და მათ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების გარშემო


ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობას:


· აქციაზე დაზარალებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები, ანაზღაურდეს სრულად


მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს:


· აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ სამართალწარმოება წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სრულად შესაბამისად


სახალხო დამცველი აგრძელებს როგორც სამართალდამცავთა მხრიდან აქციის შეწყვეტისას ზემოხსენებული პრინციპების სავარაუდო დარღვევისა და ძალის გადამეტების შემთხვევების, ისე - ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ფაქტები შესწავლას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930