22-06-2019
რუსთაველზე დაძაბული ვითარებისას ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის დირექტორი, ნიკა გვარამია ტერიტორიიდან დაცვამ გაიყვანა. ამის შესახებვიდეომასალა ვრცელდება.
მდგომარეობა იმ დროისთვის დაძაბული იყო. ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებას ცდილობდნენ, თუმცა სპეცრაზმი მათ ამის საშუალებას არ აძლედა.
ძალოვნებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს, რის გამოც მათ უკან დაიხიეს.
როგორც ცნობილია, ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტთან აღარ იმყოფებიან.