გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე პუტინის ბრძანებაზე: ვცდილობთ, მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია

22-06-2019

პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ეხმაურება პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. 

"ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ, მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე, შესაბამისი ანალიზისა და დასკვნებისთვის. ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო ვრცელ კომენტარს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველა მოქალაქის ინტერესები. ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე. ამჯერად ამ კომენტარით შემოვიზღუდოთ" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. 

ასევე, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

არსებული ინფორმაციით, ტურისტულ სააგენტოებს, საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930