გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: სახელმწიფო მთლიანად აანაზრაურებს ყველა დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს

22-06-2019

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ 20 ივნისს დაშავებული პაციენტები მოინახულეს.

ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში ამ დროისთვის 39 პაციენტი მკურნალობს.

"ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მოვინახულეთ პაციენტები, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებულები. ამჟამად რჩება 39 პაციენტი, მათ შორის 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. თითოეულ დაშავებულზე მიმდინარეოობს უწყვეტი მონიტორინგი" - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

აკაკი ზოიძის განცხადებით, სახელმწიფო ამ პაციენტების მკურნალობის საფასურს სრულად აანაზღაურებს.

"სახელმწიფო მთლიანად აანაზრაურებს ყველა დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს და მათ შორის თუ დასჭირდებათ საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებსაც. ეს მტკიცე პოზიციაა. ტრაგედია იყო ის, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო წამქეზებელი პოლიტიკოსის მიერ გულანთებული ახალგაზრდების სამართლიანი პროტესტის გამოყენება დასრულდა იმით, რომ ჩვენ ვიხილეთ დაპირისპირება პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის" - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა, ალადაშვილის კლინიკიდან რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და უკვე მოხდა მისი იდენტიფიცირება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

20-21 ივნისს აქციებზე ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, და როგორც ცნობილი გახდა ამ, დროისთვის მკურნალობას 39 პაციენტი გააგრძობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930